20 მარტს მსახიობი ნინიკო ჩხეიძე 99 წლის გახდა. ის ლეგენდარული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის დაა. მარჯანიშვილის თეატრში 46 წელი ითამაშა. ბოლოს ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში“ შეასრულა მეზობლის როლი, ეს იყო 1989 წელს.
სახასიათო როლების უბადლო შემსრულებელს მას შემდეგ სცენაზე აღარ უთამაშია. თავისი პერსონაჟების ნატვრაში გალია წლები.
– თითქოს მე ერთი შევრჩი ამ დედამიწას! თითქოს საკუთარ სახლში სტუმრად ვარ… დილიდან საღამომდე რომ არავინ დაგირეკავს ტელეფონზე, მეგობარი რომ აღარ მოგიკითხავს, ასეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს?!“ – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მხცოვანი მსახიობი.

