მაია მიმინოშვილი: ”ხულოში საგამოცდო ცენტრი ვერ იქნება”

მაია მიმინოშვილი: ”ხულოში საგამოცდო ცენტრი ვერ იქნება”– ხულოში საგამოცდო ცენტრი ტექნიკური მიზეზის გამო, ვერ იქნება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხულოში სკოლას, რომელსაც საგამოცდო ცენტრად იყენებდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
– სამწუხაროდ, ხულოში ვერაფერი შეიცვლება, რადგან სკოლა, რომელსაც საგამოცდო ცენტრად ვიყენებდით, რემონტდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით და ჩვენ რეაბილიტაციის ვადებს ვერ გადავწევთ. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ტექნიკური მიზეზის გამო, ხულოში საგამოცდო ცენტრი ვერ იქნება, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

ინტერპრესნიუსი