მაია ასათიანი: ,,მე აქ ვარ, თქვენთან ერთად და თქვენთვის” – ვიდეო

მაია ასათიანი: ,,მე აქ ვარ, თქვენთან ერთად და თქვენთვის" - ვიდეო,,მე აქ ვარ, თქვენთან და თქვენთვის” _  ასეთი სიტყვებით ბრუნდება ეთერში ტელეწამყვანი მაია ასათიანი.  ბოლო რამდენიმე კვირაა, გადაცემა ,,პროფილი” ეთერში აღარ გადის. ამის მიზეზად წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა. წერდნენ, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა და ექიმები დასვენებას ურჩევდნენ.

,,ჩვენ ვიწყებთ ხუთშაბათს 22:00 საათზე, რაღა თქმა უნდა, ,,რუსთავი 2”-ზე. დილა მშვიდობისა, საქართველო” _ წერია ფეისბუქში ,,თოქ-შოუ პროფილის” გვერდზე. ახლახან კი რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ გადაცემის ახალი პრომოც გამოჩნდა.