,,ჩვენ ვიწყებთ ხუთშაბათს 22:00 საათზე, რაღა თქმა უნდა, ,,რუსთავი 2”-ზე. დილა მშვიდობისა, საქართველო” _ წერია ფეისბუქში ,,თოქ-შოუ პროფილის” გვერდზე.
,,უფალი გფარავდეს… გამძლეობა!”, ,,თოქ-შოუ ,,პროფილის” ეთერში დაბრუნებას მივესალმები, სიმშვიდეს და წარმატებებს ვუსურვებ მაია ასათიანს”, ,,როგორ გამახარე, საყვარელო”… _ წერენ კომენტარებში და ტელეწამყვანს გვერდში დგომით ამხნევებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, გადაცემა ,,პროფილი” ეთერში აღარ გადის. ამის მიზეზად წამყვანის, მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა. წერდნენ, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა და ექიმები დასვენებას ურჩევდნენ.

