ლუპიტა ნიონგო და კუმაილ ნანჯიანი: ,,ჩვენ ემიგრანტები ვართ და ჩვენც მეოცნებეები ვართ” _ ჰოლივუდის პროტესტი

ლუპიტა ნიონგო და კუმაილ ნანჯიანი: ,,ჩვენ ემიგრანტები ვართ და ჩვენც მეოცნებეები ვართ" _ ჰოლივუდის პროტესტი2018 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი თემა ემიგრანტები და მათი ოცნებები იყო. ჰოლივუდის  ვარსკვლავებმა ემიგრანტების მიმართ თანადგომა ამ ფორმით გამოხატეს. ეს იყო პასუხი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ.

მსახიობებმა ლუპიტა ნიონგომ კუმაილ ნანჯიანმა საზოგადოებას მიმართეს.
“ჩვენ ორივე ემიგრანტები ვართ. მე კენიელი ვარ და ყველა თქვენგანის მსგავსად, ვინც დარბაზში სხედხართ და ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, ჩვენც მეოცნებეები ვართ. ჩვენ გავიზარდეთ ოცნებებით, რომ ერთ დღეს კინოში ვიმუშავებდით. ოცნებები როგორც ჰოლივუდის, ისე ამერიკის მთავარი დასაყრდენია”, – აღნიშნა ლუპიტა ნიონგომ.
“მოგმართავთ ყველა მეოცნებეს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, – ასე გამოხატა თანადგომა  კუმაილ ნანჯიანმა.