,,ეს როტვეილერი 13 წლის არის, ანუ ჩვენs ასაკზე რომ გადმოვიყვანოთ, ადამიანის ასაკზე _ 91 წლის. ის დაბადებიდან დღემდე ნიკა დ.-ის ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო, მაგრამ ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით არ მთავრდება. არ დააცადეს ელიზაბეტს, ასე ჰქვია ძაღლს , საკუთარ ოჯახში გაეტარებინა სიცოცხლის დარჩენილი დღეები.
უცხოეთში მივდივარ სამუშაოს საძებნელად და მოხუც დედას არ შეუძლია ელიზაბეტის მოვლა-პატრონობაო, _ გვითხრა ნიკამ.
როტვეილერი საოცრად მგრძნობიარე ძაღლია და ვერ ეგუება პატრონის ღალატს, კვდება ბებერი ელიზაბეტი 23-ე ვოლიერში, კვდება ადამიანის უგულობის და უმადურობის გამო. თუ ვინმე არის თქვენში კეთილი ადამიანი, ჩვენო მკითხველო და ვიცი, რომ ყველა ძალიან კეთილი ხართ, იქნებ წაიყვანოთ ელიზაბეტი. მას ხომ ოჯახური გარემო და სითბო სჭირდება, რომ დარჩენილი დღეები ისევ ადამიანთან ერთად გაატაროს”, _ წერია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე.

