ტელეწამყვანი და პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია სანამ ქართველი ლამაზმანების გულს დაიპყრობდა, მანამდე უკრაინელი ქალების გული დაიპყრო. 2015 წელს უკრაინული რეალითი შოუს, ,,ხალასტიაკის” გამარჯვებული გახდა. შემდეგ იყო ქართული “ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც სალომე ჭაჭუას მეწყვილე გახლდათ. ახლა კი ის გადაცემა “პრაიმ შოუს” თანაწამყვანია.
_ ორჯერ მქონდა ძლიერი გრძნობა. ბოლო ურთიერთობაზე ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ იყო ძლიერი სიმპათია და მქონდა სურვილი, რომ ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაგვეყვანა, მაგრამ არ გამოვიდა. ის უკრაინელი გოგონაა, რომელიც უკრაინულ პროექტში ავირჩიე. ეს ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით, ჩვენი დაშორების შესახებ ერთად მივაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას, რადგან ამ თემის მიმართ უკრაინაში დღემდე დიდი ინტერესია, მან რატომღაც გადაწყვიტა, საბანი თავის მხარეს გადაექაჩა, მსხვერპლის როლში გამოსულიყო და ამის შესახებ პირველმა მან დაწერა. ყველაფერი ტრაგიზმისკენ წაიყვანა. ალბათ ხალხის მხარდაჭერა უნდოდა, – მოუყვა ,,სარკეს” ირაკლი მაქაცარიამ.
ინტერნეტში ძალიან პოპულარულის კადრები უკრაინული რეალითი შოუდან. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ირაკლი მაქაცარიამ მონაწილე გოგონას თავის საგრიმიორიში შიშველს შეუსწრო.
_ მაპატიე, მეგონა, ჩემი საგრიმიორო იყო, _ ეეუბნება გოგონა და ოთახიდან გადის.
_ პრინციპში, არ ვარ წინააღმდეგი, _ პასუხობს ირაკლი.

