ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალაავადმყოფობის შედეგად, დღეს, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-ს მისმა  შვილებმა განუცხადეს, ზურაბ ვადაჭკორია ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა.

სულ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ვადაჭკორიას დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ქალიშვილმა, მიმი ვადაჭკორიამ ფეისბუქზე ასე მიულოცა:

~ “ჩემო დიდო იმედო!! გილოცავ დაბადების დღეს მამა მინდა მალე გამოჯამრთელდე, ეს დიდი ტკივილი მოგვშუშო მთელ ოჯახს მიყვარხარ უზომოდ ❤❤❤❤❤❤❤”

ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. ის 18 წლიდან სცენაზე იდგა.