„ქართველებმა სულ უნდა იმღერონ სახლშიც, ზუგდიდშიც და წყალტობოშიც“, – ეს განცხადება მსახიობმა გურამდა გაბუნიამ “პრაიმტაიმთან” საუბარში გააკეთა.
– მოსკოვშიც, ქალბატონო გურანდა?
– აბა რაა, მოსკოვშიც. მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი – ჩვენ. შესაშური ურთიერთობა გვქონდა. ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ რუსი მსახიობები, ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით სპექტაკლებზე, ოპერაში, ბალეტზე. რატო არ უნდა იყოს ურთიერთობა რუსებთან, რატომ, გამაგებინეთ!
– როგორც ვხვდები, თქვენ სოლიდარობას უცხადებთ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს…
– დასანანია, ვინც არ უცხადებს. მთელი სიცოცხლე მღერის ეს ქალი, მსოფლიო მოვლილი აქვს და რატომ არ უნდა იმღეროს ახლა მოსკოვში. როგორ შეიძლება რუსული ენა არ იცოდე, პუშკინი არ იცოდე. ამას ვერ გავიგებ. ყველას თავისი აზრი აქვს… როგორ დამავიწყდება, ოთარმა მოსკოვში „ანტიგონე“ ითამაშა რუსულად. ოთარი ერთადერთი არტისტია საქართველოში, რომელმაც რუსულად ითამაშა და ყველა პრემია მიიღო, სტანისლავსკიდან დაწყებული, ჩაიკით დამთავრებული.
პრაიმტაიმი

