”გოგიტა გოგიძემ ბრუკლინში შოუ დადგა… დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ დამჯდარა”

”გოგიტა გოგიძემ ბრუკლინში შოუ დადგა... დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ დამჯდარა”10 მარტს ბრუკლინში მდებარე რესტორან “ნაციონალში” გაიმართა მომღერალ გოგიტა გოგიძის საღამო.

ამასთან დაკავშირებით გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქსი ასეთი რამ დაწერა:

”ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ვინაიდან არ იცნობენ ამ მომღერლის შემოქმედებას. მინდა თამამად ვთქვა, უამრავ კონცერტსა და საღამოზე ვარ ნამყოფი ქართველი მომღერლების მონაწილეობით. გოგიტამ კი დადგა ნამდვილი შოუ. მთელი დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ დამჯდარა. შედარებისთვის, კი ვინც ნამყოფია ლელა წურწუმიას კონცერტზე, სადაც 3 სიმღერა პლუს ფონოგრამაზე შეასრულა და დარბაზიდან გაიპარა, დღევანდელი საღამო იყო რადიკალურად განსხვავებული. გოგიტა გოგიძე რჩება ამერიკაში და კიდევ ბევრ საღამოს შემოგთავაზებთ. პირადად ვუწევ რეკომენდაციას, მიბრძანდით და ისიამოვნეთ.
ასევე სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ყველა მაგიდაზე დაგვხვდა ქართული კომპანია Giuaani ღვინო უფასოდ, ასევე გაათამაშეს სასაჩუქრე შეფუთვები, რაც მანამდე არცერთ ქართულ კომპანიას არ გაუკეთებია. რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ უჩა ხუბერიშვილს Ucha Khuberishvili.
გოგიტა გოგიძეს კი წარმატებებს ვუსურვებ, ჩემი სახით მას ერთგული მსმენელი შეემატა Gogita Gogidze ”გოგიტა გოგიძემ ბრუკლინში შოუ დადგა... დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ დამჯდარა”❤”

ფოტოზე: გიორგი ნიკოლაიშვილი და გოგიტა გოგიძე