გიორგი გაბუნიას მიმართ საჯარო მუქარის წერილი ვრცელდება – საქმე ამ ფაქტზეც აღიძრა

გიორგი გაბუნიას მიმართ საჯარო მუქარის წერილი ვრცელდება - საქმე ამ ფაქტზეც აღიძრადღის ბოლოს ,,რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანის მიმართ საჯარო მუქარის წერილი გაავრცელა კიდევ ერთმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა. ,,კურიერის” არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე ამ ფაქტზეც აღიძრა.

,,რუსთავი 2”-სა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ დარბაზი, ბადრაგის გარეშე, მხარდამჭერების ტაშის თანხლებით დატოვეს.

ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა, რომელმაც მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ განხილვა ერთი თვით გადადო.

პარალელურად, დღეს მთელი დღე გაგრძელდა ,,რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გამოკითხვა. რამდენიმე წუთის წინ დატოვა პოლიციის განყოფილება გიორგი გაბუნიამ.

ტელეკომპანიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წარუდგენიათ. ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებები, რითიც საქმეა აღძრული ასლარიანი ჯარიმიდან 6-ს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2