მომღერალი სოფო ნიჟარაძე ,,ფეისბუქით” თავის მეგობარს, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართა სიტყვებით: ,,გაგვიმზადეს მეგრელებმა _ რძლად მიმიღეს დიდი ამბით” და სამეგრელოში გადაღებული ფოტოები გამაქვეყნა. გიორგი გაბუნიამ მომღერალს უპასუხა: ,,ანუ ყველაფერი მზად გვაქვს. საქორწინო ტორტი არ გვჭირდება. შენ ხარ ჩემი ტორტი”.
სოფო ნიჟარაძე პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრია. ის და ჟიურის სხვა წევრები, მუსიკოსი მარინა ბერიძე და ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი, სხვადასხვა რეგიონებში კონკურსანტებს არჩევენ. ეს ფოტოები და ვიდეო სამეგრელოში კასტინგის დროს არის გადაღებული.
Gepostet von Sofia Nizharadze am Montag, 5. März 2018

