გიორგი ბახუტაშვილი ტელეიმედზე “ღამის შოუს” წაიყვანს

გიორგი ბახუტაშვილი ტელეიმედზე "ღამის შოუს" წაიყვანსტელეკომპანია იმედზე გადაცემა “ღამის შოუ” იწყება. გადაცემის წამყვანი მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე არხზე, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა.

“ჩვენ ავიღეთ კლასიკური ფორმატი, ამერიკული, რაც არის”, – განაცხადა იმედია გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ.

ტელეკომპანია იმედზე გადაცემა ღამის შოუ წლების წინ გადიოდა, შემდეგ ტელეკომპანია მაესტროზე გადაინაცვლა და დაიხურა. საქართველოში “ღამის შოუ” პირველად რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა.