გია გაჩეჩილაძე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე: ,,ეს დიდი საქმეა და მსხვერპლს მოითხოვს”

გია გაჩეჩილაძე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე: ,,ეს დიდი საქმეა და მსხვერპლს მოითხოვს"საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ყოფილი პრემიერის, ბიინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე და ხეების გაჩეხვაზე ამბობს, რომ დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვს:

_ დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური საქართველოსთვის რეგიონული და, შესაძლოა ითქვას, საერთაშორისო მასშტაბითაც.

საერთოდ დენდროლოგიური პარკების შექმნა ძვირადღირებული საქმეა. ეს იქნება 60 ჰექტაზრე გაკეთებული უნიკალური პარკი, სადაც იქნება არა მარტო ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ჯიშები, მაგალითად, სექუა, რომელიც აფრიკაში ხარობს, მარადმწვანე მუხა, კვიპაროსები, გილეო დენდრონი და ა.შ.

159-მდე იშვიათი ჯიშის ხე დაირგვება. ფაქტობრივად 60 ჰექტარზე გაშლილი ბიომრავალფეროვნების მუზეუმი გვექნება, რაც მთავარია, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის კეთდება…

ალბათ ერთ წელიწადში დამთავრდება. მერე საზოგადოება მიხვდება, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც ახლაა, რამდენად ხელოვნურად იყო შექმნილი. გასაგებია, რომ საზოგადოებას ძალიან აწუხებს, გიგანტური ხეების გადატანის პროცესში რაც ხდება. ეს ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ რას იზამ, ეს დიდი საქმეა და მსხვერპლს მოითოხვს, _ აცხადებს გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გია გაჩეჩილაძე.