კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ითამაშებენ. დიკაპრიოს გმირი სატელევიზიო ვესტერნი სერიალების მსახიობი რიკ დალტონი იქნება, რომელსაც ვარსკვლაბობა სურს. ბრედ პიტი კი დალტონის დუბლიორის კლივ ბუთის როლს შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის მხეცური მკვლელობის ისტორია ფილმის ერთგვარი ფონი იქნება. ბრედ პიტმა აღნიშნული როლისთვის ბრძოლა ტომ კრუზს მოუგო.
სხვა როლებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ჩარლზ მენსონის სექტის მიერ მოკლული შერონ ტეიტის როლში კვენტინ ტარანტინოს მარგო რობის ხილვა სურს.
ტარანტინოსა და ბრედ პიტისთვის რეჟისორის ახალი ფილმი მეორე თანამშრომლობა იქნება 2009 წელს გამოსული „უსახელო ნაბიჭვრების“ (Inglourious Basterds) შემდეგ. რაც შეეხება დიკაპრიოს და ტარანტინოს მათ ერთმანეთთან ბოლოს 2012 წელს, Django Unchained- ის გადაღებებისას ითანამშრომლეს.
სურათის პროდიუსერი ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი იქნება. ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება.
ნიუპოსტი

