ცნობილმა ბრიტანელმა ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება. მომღერალმა სოციალურ ქსელ facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო განათავსა.
როგორც ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც მისი ორი შოუა დაგეგმილი, აპრილში ის Caesars Palace-ში დაბრუნდება:
Love and thanks to all of you who came to my penultimate Caesars Palaceshows! I’m back in April before heading to Georgia for my shows at Black Sea Arena. E xx
ნიუპოსტი

