ძაღლი პატრონს 54 ნომერ ავტობუსში ყოველდღე ეძებს – დიღმელი ჰაჩიკოს საოცარი ისტორია _ ვიდეო

ძაღლი პატრონს 54 ნომერ ავტობუსში ყოველდღე ეძებს - დიღმელი ჰაჩიკოს საოცარი ისტორია _ ვიდეოდიდ დიღომში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ძაღლი, რომელზეც მალე მთელი დიდი დიღომი ალაპარაკდა. უცნაური ის არის, რომ სულ ავტობუსებს დასდევს და ხან ავტობუსითაც მგზავრობს. მას მოფერებით ჰაჩიკო შეარქვეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც დიდიდიღმელი ჰაჩიკო 54 ნომერ ავტობუსს მისდევს.

ავტობუსი მოძრაობას იწყებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან, გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს. ბოლო გაჩერებაა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივკორპუსი.
ჰაჩიკო ფეხით მისდევს ავტობუსს. ამბობენ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ჰაჩიკოც მას  მეგობრად თვლის.

,,არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებითარ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის! კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყომე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია“, _ წერს ,,ფეისბუქში” თეკლა კალანდაძე.
არის სხვა ვერსიაც:

,,რადგან ძაღლი ავტობუსებს დასდევს (ბევრმა ის სხვა ნომერ ავტობუსშიც ნახა), შესაძლოა, ის აქ ყოფილმა პატრონმა ავტობუსით მოიყვანა, დატოვა და მერე ავტობუსითვე წავიდა. მას მერე ძაღლი თავის ძველ პატრონს დაეძებს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.

ლენა კლდიაშვილის ფოტო