დედამ შვილი გააჩინა და საკუთარი სახლის ეზოში დამარხა – რა მოხდა საგარეჯოში

დედამ შვილი გააჩინა და საკუთარი სახლის ეზოში დამარხა - რა მოხდა საგარეჯოშისამართალდამცავები 35 წლის ქალის მიერ საკუთარი ჩვილის შესაძლო მკვლელობის საქმეს სწავლობენ. საუბარია საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე _ ქალმა ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

გარდაცვლილი ჩვილის დედა ახლა საგარეჯოს საავადმყოფოშია. ექიმები ამბობენ, რომ ქალი ძლიერი სისხლდენით მიიღეს და რამდენიმე დღეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მედიკოსები ადასტურებენ, რომ საქმე კრიმინალურ ისტორიას ეხება და ახალგაზრდა ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა.

35 წლის ქალის მეზობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ამბავი მას შემდეგ გაიგეს, რაც სოფელში პოლიცია მივიდა და მათი თანასოფლელი ქალი დააკავა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალისთვის ეს ბავშვი სავარაუდოდ მესამეა და მან პირველი ორი ბავშვი გაყიდა.

საქმე საგარეჯოს რაიონულმა პოლიციამ სისიხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით აღძრა,  რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, მოკლა თუ არა დედამ საკუთარი შვილი.

რუსთავი 2