ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონია გახლავთ, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მუშაობდა.
,,ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი“, – აცხადებენ ევროვიზიის ორგანიზატორები.
ევროპული მუსიკის კონკურსი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება.
,,საბერძნეთისა და კვიპროსის სიმღერებზე კიდევ თვალს დახუჭავ, აი, საქართველოს კიდე, თუ მართლა გავიტანეთ ეს სიმღერა, იცით, რა ვარიანტია? დამნაშავე ადამიანი შეგიძლია გამოკეტო ერთ ოთახში, ჩაურთო ჩვენი სიმღერა და 20 წუთში ყველაფერს აღიარებს თავისი პირით, ოღონდაც ოთახიდან გამოაღწიოს“, _ ხუმრობენ სოციალურ ქსელებში.

