ჩოხატაურში დღეს დილით შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ცხედარი ამ დროისთვის ჩოხატაურის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სპუტნიკი

