ბორჯომის გამგეობის თანამშრომელი სათხილამურო კურორტ ლოზანაში სამუშაო მივლინებით გაუშვეს, თუმცა მან მივლინების 9 დღე იტალის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა და არცერთი საქმიანი შეხვედრა არ გაუმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს:
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის გამგებლის წარმომადგენლმა მოითხოვა სათხილამურო კურორტ ლოზანაში მივლინება, რათა სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურას გაცნობოდა. ბაკურიანის გამგებელმა გამოსცა ბრძანება იტალიაში 9-დღიანი მივლინების შესახებ.
გამგებლის წარმომადგენელს იტალიაში არ გაუმართავს ოფიციალური შეხვედრები. ის არ გაცნობია სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას. მივლინება მან რომში, მილანსა და ფლორენციაში გაატარა.
2015-2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას 64,500 ლარი დახარჯა.
მივლინების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პირმა მივლინებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ანგარიშის სახით წარუდგინოს მუნიციპალიტეტს. ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მივლინების მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
მივლინებული პირების მიერ მივლინების მიმდინარეობის, შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ანგარიშები არ მომზადებულა”, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/borjomis-nunicipaliteti.pdf

