ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მისი მეუღლე, მწერალი ბელა ალანია 3 მარტს დიპლომებით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ქალბატონი ბელა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:
,,3 მარტს, დედის დღეს, სამოდელო სააგენტო Golden Brand-მა და New Club-მა, დამაჯილდოვეს დიპლომით ,, წლის გლამურული დედა და ქალბატონი” , ჩემი მეუღლე დიპლომით _ ,,წლის აქტიური პოლიტიკოსი”.
საღამოს უძღვებოდა თამარ მაყაშვილი.
სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდა საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი საინტერესო პიროვნება.
მოეწყო მოდების ჩვენება, კონცერტი, ვახშამი – საზეიმო ტორტით.
მონატრებული ადამიანები ერთმანეთს მოვეფერეთ… რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, ,,გლამურობა” უნდა შევიფერო”.

