ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეატელეკომპანია ,,იმედის” ინფორმაციით, ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.