ათენში ქართული თონე გაიხსნა

ათენში ქართული თონე გაიხსნაათენში სწრაფი კვების ქართული ობიექტი ,,თონე” გაიხსნა, სადაც  უგემრიელესი ქართული პურ-ფუნთუშეული იყიდება.

“თონეს” მფლობელების მიზანია, კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტებს და მომხმარებელს შესთავაზონ კომფორტული გარემო და საინტერესო, სხვა სწრაფი კვების ობიექტებისაგან განსხვავებული მენიუ.

ყავასთან, ჩაისთან და გამაგრილებელ სასმელებთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მომზადებული პურ-ფუნთუშეული, უსაფუარო პური, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპური, ქათმის ღვეზელი, კარტოფილის ღვეზელი, სოკოს ღვეზელი და სხვა გემრიელობები.

გეორგიანს.გრ