ამერიკელმა ცოლ-ქმარმა კვების ობიექტს ქართული სახელი ,,კარგი გოგო” დაარქვა

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა კვების ობიექტს ქართული სახელი ,,კარგი გოგო" დაარქვაამერიკაში, ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში არსებობს კვების ობიექტი, რომელსაც ქართული სახელი, ,,კარგი გოგო” ჰქვია.

ობიექტი ამერიკელ ცოლ-ქმარს, შონს და მაკინზს ეკუთვნით. მათ გარკვეული პერიოდი საქართველოში იცხოვრეს და ისე მოიხიბლნენ ქართული კულტურითა და სამზარეულოთი, რომ ამერიკაში დაბრუნებელებმა გადაწყვიტეს, ,,კარგი გოგო” გაეხსნათ.

როგორც ამბობენ, საქართველოში ყოფნისას ამერიკელ ქალს ქართველი დიასახლისი ხშირად უმეორებდა, კარგი გოგო ხარო და ეს სახელიც იმიტომ შეარჩიეს.