,,8-10 მარტს სახლიდან ნუ გახვალთ, ძლიერი ქარი საქართველოში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს” _ სინოპტიკოსების გაფრთხილება

,,8-10 მარტს სახლიდან ნუ გახვალთ, ძლიერი ქარი საქართველოში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს" _ სინოპტიკოსების გაფრთხილებასინოპტიკოსები საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებენ  და 9 და 10 მარტს სახლიდან გასვლას არ ურჩევენ, როგორც ამბობენ, ძლიერი ქარი საქართველოში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს.

“9 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი. განსაკუთრებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში – 9 მარტს დღის ბოლოს და 10 მარტს თბილისში მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში, რომელმაც შესაძლებელია წითელი გრიგალის ნიშნულს 33 მეტრ წამს გადააჭარბოს” – ეს ინფორმაცია მოიპოვა სინოპტიკოსებისგან კობა ფარტენაძემ.

 

 droni.ge