გადაცემას ,,ცოდნა ფულია” კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს. ის ექიმი, 25 წლის ლაშა სამჭკუაშვილია. მან გადაცემაში 25 000 ლარი მოიგო.
ლაშა სამჭკუაშვილმა გადაცემის წამყვანს, დუტა სხირტლაძეს უთხრა, რომ პროექტში საკუთარი თავის გამოსაცდელად მივიდა და ბოლომდე თუ გავიდოდა, საკუთარ ოცნებას აისრულებდა და სამოგზაუროდ წავიდოდა.
ლაშას ჰობია კალათბურთი, ფეხბურთი, ჭადრაკი, ლაშქრობა და ინტელექტუალური თამაშები. კითხვაზე, თუ რატომ იღებდა ამ შოუში მონაწილეობას, მან ხუმრობით უპასუხა: ,,საკმაოდ მაცდური ჯილდოა და მინდა, საცოლის მშობლებმა ნახონ, რა სასიძო ჰყავთ”.
ლაშა სამჭკუაშვილი ,,ჯო ენის” კლინიკაში ექიმად მუშაობს.

