კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, “ოსკარის” 90-ე დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებით გაუმასპინძლდნენ. Reuters-ს ავსტრიელმა შეფმზარეულმა ვოლფგან პაკმა “ოსკარის” მენიუ გააცნო.
სადღესასწაულო საბანკეტო დარბაზში, სადაც “ოსკარის” დაჯილდოების შემდეგ მიღება იმართება, წარმოდგენილი იყო 1 ტონამდე ზღვის პროდუქტები, მწყერის 1500-მდე კვერცხი და 150 კილოგრამი მარმარილოსებრი ხორცი.
სტუმრებს ასევე შესთავაზეს შავი ტრუფელები, სამეფო კიბორჩხალები და საკვები ოქროსგან დამზადებულ ტარტალეტებით ხიზილალა. მათთვის ასევე მოამზადეს “ოსკარის” ფორმის შოკოლადები (ასევე ოქროთი დაფარული) და შებოლილი ორაგულები.
რაც შეეხება ალკოჰოლს. 1400-მდე ბოთლი შამპანური რეჟისორ ფრენსის კოპოლას ვინოთეკიდან მიიტანეს.
იმედინიუსი

