ოთო კახიძე ვანო ჯავახიშვილს უპირისპირდება

ოთო კახიძე ვანო ჯავახიშვილს უპირისპირდება,,ევროპული საქართველოს” ლიდერი ოთო კახიძე იუმორისტ ვანო ჯავახიშვილს უპირისპირდება. მისი აღშფოთების მიზეზი ,,ვანოს შოუს” მონოლოგი გახდა.

,,რუსთავი 2″-ის პოლიტიკურმა კომედიანტმა – ვანო ჯავახიშვილმა დღეს ახალი სიმაღლე დაიპყრო.

აქამდე ბიძინაზე მიყიდულობას გვაბრალებდა ქვეშქვეშა სატირით.

ახლა გამოდგა და გიგი უგულავას პირდაპირ 48 მილიონის მითვისება და გაფლანგვა დააბრალა.

თან, ცნობისათვის – ფულის შეტყაპუნება ივანიშვილის პროკურატურასაც კი არ დაუბრალებია.

ბიძინას პოლიტიკური დევნის იარაღი – ურთმელიძეების სასამართლო მოიყვანა მოწმედ ტელევიზიამ, რომელიც იმავე უწყებამ დააყადაღა და მფლობელს ჩამოართვა.

ეს არის ნაძირლობა, რომელიც უკან დაუბრუნდება ყველას, ვინც უკვეთავს, ასრულებს და მდუმარედ უყურებს მაგ სიბინძურეს.Karma is a bitch”, – წერს ოთო კახიძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.