თუთა ჯგუშია ზაზა ჭანტურიაზე – “ამ ამბავს ვაქვეყნებ იმათთვის, ვინც აკანკალებული დგას კლინიკის მიმღებში, შვილის ჯანმრთელობისთვის კლდეს რომ გაანგრევს”

თუთა ჯგუშია ზაზა ჭანტურიაზე - "ამ ამბავს ვაქვეყნებ იმათთვის, ვინც აკანკალებული დგას კლინიკის მიმღებში, შვილის ჯანმრთელობისთვის კლდეს რომ გაანგრევს"თუთა ჯგუშია ფეისბუქზე წერს:

“ყურადღება!
ვისაც გქონიათ, ან უფრო, ვისაც გექნებათ მომავალში შეხება უროლოგიის ეროვნული ცენტრთან, ამ შემთხვევაში, კერძოდ, ბავშვთა უროლოგთან, ზაზა ჭანტურიასთან.
ამბავი არის ასეთი:
ჩემი ახლობლის ბავშვს დაჭირდა საოპერაციო ჩარევა, საჭირო თანხის 70% აუნაზღაურა საყოველთაო დაზღვევამ.
დანარჩენი – ქალაქის მერიამ, მაგრამ ბატონი ზაზას თანაშემწემ მშობელს განუცხადა, რომ ექიმებს სახელმწიფომ (სახელმწიფომ!) დაუნიშნა ჰონორარი (პაციენტის ჯიბიდან!), ყველაზე ცოტას იღებსო ბატონი ზაზა, ანუ, ორასი ლარი უნდა გადაიხადოთო.
ყურში ომხვდა სახელმწიფოსგან ექიმისთვის ჰონორარის დანიშვნა მოქალაქის ჯიბიდან.
დავრეკე ჯანდცვის სამინისტროში, სადაც დამპირდნენ, რომ გაარკვევდნენ ამ საკითხს. ასევე განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს არავითარი ჰონორარი არ დაუნიშნავს. ასევე, თანაშემწე არაა უფლებამოსილი, პაციენტებს ფინანსურ საკითხებზე ელაპარაკოს.
მართლაც, მეორე დღესვე მივიდნენ კლინიკაში. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა მოხდა იქ, მაგრამ იმ დღესვე დამირეკეს ჯანდაცვიდან და მითხრეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რომ არავითარი თანხის გადახდა არ მოუწევს პაციენტს და რომ მსგავსი ფაქტის გაგებისთანავე დავუკავშირდეთ (მადლობა დიმიტრის ჯანდაცვის სამინისტროდან, გვარი არ ვიცი.).
ახლა თანაშეწის პასუხი: “თუ არ გაქვთ, კი არ დაგახრჩობთ, კაცო. არ გადაიხდით და მორჩა”.
*
ვფიქრობდი, რომ მორჩა ეს ამბავი და ეს პრაქტიკაც, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ზუსტად ერთი კვირა გავიდა ამ ამბიდან და დღეს სხვა ახლობელი მიყვება ზუსტად იგივე ამბავს, რომ ბატონ ზაზას უნდა გადაუხადოს ჰონორარი, 200 ლარი, რომელიც დანიშნა სახელმწიფომ.

ძალიან არ მინდოდა ბატონი ზაზას სახელისთვის რაიმე ჩრდილის მიყენება, მითუმეტეს, მის პროფესიონალიზმზე მხოლოდ კარგი მსმენია, მაგრამ ამ ამბავს ვაქვეყნებ იმათთვის, ვინც აკანკალებული დგას კლინიკის მიმღებში, შვილის ჯანმრთელობისთვის კლდეს რომ გაანგრევს მუშტებით და უკანასკნელ თეთრამდე ხაპავენ ჯიბიდან სრულიად არასაჭირო თანხას.
გთხოვთ, გააზიაროთ. მადლობა.

პ.ს. ეს არ არის ცილისწამება. კითხვების შემთხვევაში, მზად ვარ არგუმენტებიან-მოწმეებიანა.
ასევე: ბატონი ზაზა იყო საქმის კურსში და ანონიმურობას აღარ ვიცავ, რადგან გაფრთხილების მიუხედავად, იგივე განმეორდა ზუსტად ერთ კვირაში.”

პირველი