თბილისის მე-100 ბაღში ბავშვების პურში დანა აღმოაჩინეს

თბილისის მე-100 ბაღში ბავშვების პურში დანა აღმოაჩინესსოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის მე-100 ბაღში ბავშვებისთვის განკუთვნილ პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.

პურში ნაპოვნი დანის შესახებ აღსაზრდელების მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან ფაქტის გახმაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა არ ისურვა.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია “ნილი” ამარაგებს.

“ნილის” დირექტორი დივერსიაზე საუბრობს და სკანდალურ ინფორმაციას აჟღრებს.

კახა გიორგაძე ამტკიცებს, რომ ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღები მოიპარეს.

“ნილის” ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანაც საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს.

ნიუპოსტი