კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები მაღლები იზრდებიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ერთ ჭიქა რძეს, 4 მმ-ით უფრო მაღლები არიან თანატოლებზე, ხოლო ის მოზარდები, რომლებიც დღეში 3 ჭიქა რძეს სვამენ, სიმაღლეში მთელი 15 მმ-ით განსხვავდებიან თანატოლებისგან.
ყოველივე ამას რძის უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს – ცილა, რომელსაც რძე უხვად შეიცავს, აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისათვის.
“სარკისთვის” მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა

