ლინდსი ლოჰანი ლონდონის მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა – მსახიობმა ისლამი მიიღო?

ლინდსი ლოჰანი ლონდონის მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა - მსახიობმა ისლამი მიიღო?31 წლის ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი ლონდონში გამართულ Modest Fashion Week -ზე ჰიჯაბით მივიდა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მუსლიმი დიზაინერები ჰიჯაბებისა და არაბული სტილის კაბების ჩვენებას აწყობდნენ.

ჰიჯაბით თავდაბურულმა ლოჰანმა თაყვანისმცემლებთან ფოტოებიც გადაიღო. აღნიშნულმა ქმედების გამო მსოფლიო მედია ლოჰანის მიერ ისლამის მიღების საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. თავდაპირველად ამ თემაზე ცნობები დასავლური მედიაში 2017 წელს გავრცელდა. პირველად ლინდსის ისლამით დაინტერესებაზე პრესა მაშინ ალაპარაკდა, როცა მსახიობი ყურანით ხელში დააფიქსირეს. შემდეგში კი ლინდსიმ საკუთარი ინსტაგრამიდან ყველა ფოტო წაშალა და სანაცვლოდ ტრადიციული ისლამური მისალმება Alaikum salam დაწერა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ბოლო დროს დიდ ყურადღებას აქცევდა სულიერ სამყაროს და ამის შეცნობაში ყურანი ეხმარებოდა.

– ამერიკაში ყურანი არ არის სათანადოდ დაფასებული. მაგრამ საბოლოოდ რისიც ჩვენ ყველას გვჯერა, არის ღმერთი და სულიერი მოძღვარი, – განაცხადა ლოჰანმა.

ნიუპოსტი