ნაკლებმსმელ ადამიანსაც კი 1-2 ბოკალი ღვინის დალევის შემდეგ, დილით შეიძლება თავი და კუჭი ასტკივდეს. გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტებს ასეთი შემთხვევებისთვის.
საუზმეზე ბუტერბროდის ნაცვლად კვერცხიანი პომიდორი მოამზადეთ. ეს ორი პროდუქტი შეიცავს ამინომჟავა ცისტეინს, რომელიც ალკოჰოლის ტოქსინებს შლის და შედეგად თავის ტკივილსა და კუჭში დისკომფორტს ამცირებს.
ჭამეთ ბანანი. ის მდიდარია კალიუმით. როდესაც ალკოჰოლს სვამთ, მას უჯრედებიდან წყალთან ერთად მიკროელემენტებიც გამოაქვს. ეს კი გულის, სისხლძარღვებისა და თირკმლებისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ 1-2 ბანანი აუცილებელი პირობაა საახალწლო სუფრის შემდეგ კარგი თვითშეგრძნების აღსადგენად.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

