ინტერნეტ სექს შოპის შეკვეთებში თბილისი და ბათუმი ლიდერობენ – სილიკონის თოჯინა 5.000 ლარი ღირს, მოოქროვილი ვიბრატორი – 3.900 ლარი

ინტერნეტ სექს შოპის შეკვეთებში თბილისი და ბათუმი ლიდერობენ - სილიკონის თოჯინა 5.000 ლარი ღირს, მოოქროვილი ვიბრატორი - 3.900 ლარიინტერნეტ SexShop-ის შეკვეთებში თბილისის შემდეგ ბათუმი ლიდერობს. ქართულ ინტერნეტსივრცეში SexShop-ი მას შემდეგ გახდა მოთხოვნადი, რაც თბილისში მაღაზიამ “აფროდიტე” ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

ამ თემაზე სტატიას “ბათუმელები” ავრცელებს.

ინტერნეტ SexShop-ში ყველაზე ძვირი სილიკონის თოჯინაა, რომელიც 5.000 ლარი ღირს. მოოქროვილი ვიბრატორს ღირებულება 3.900 ლარია. ყველაზე იაფად, 10 ლარად, თვალის ასახვევის შეძენაა შესაძლებელი.

ინტერნეტმაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ ყველაზე პოპულარული ნივთი ვიბრატორია. ჩამონათვალშია ანალური სათამაშოები, პროსტატის მასაჟორები და ლუბრიკანტებია. ნაკლებად გაყიდვად ნივთებს შორის მასტურბატორები მოხვდა.

როგორც SexShop-ის მფლობელები ამბობენ, ერთი მომხმარებელი საშუალოდ 150-200 ლარს ხარჯავს.

ქართულ ინტერნეტ SexShop-ს ნივთები ძირითადად ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან შემოაქვს. ვებგვერდს თვეში დაახლოებით 3 ათასი სტუმარი ჰყავს.

იმედინიუსი