აჭარის რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების უკვე 178 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 65% ბათუმში. ამის შესახებ imedinews-ს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს.
ცენტრის მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, წითელას ვირუსის გამო საავადმყოფოში 12 ადამიანი მკურნალობდა, მათგან 8 კვლავ სტაციონარში რჩება, ხოლო 4 უკვე გაწერეს.
7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

