ათენი: გაფრთხილება ქართველ ემიგრანტებს კვირა დღესთან დაკავშირებით

ათენი: გაფრთხილება ქართველ ემიგრანტებს კვირა დღესთან დაკავშირებითხვალ ათენში მაკედონიის თემასთან დაკავშირებით დიდი აქციაა დაგეგმილი. საიტი გეორგიანს გრ. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ასეთი ტექსტით აფრთხილებს:

“როგორც უკვე გავავრცელეთ, კვირას, 4 თებერვალს, მაკედონიასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ათენის ცენტრში, სინდაღმის მოედანზე 1 მილიონი შეიკრიბება, რის გამოც პოლიცია უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებს.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ომონიაზე, პოლიცია ხშირად იმოძრავებს, ასევე, მოსალოდნელია, რომ იქნება შემოწმება, სხვადასხვა ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც არ გააჩნიათ საბერძენეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან. 

სინდაღმის, პანეპისტიმიოსა და ომონიის მეტროსადგურები დაიკეტება.

პოლიცია იპატრულირებს განსაკუთრებული სიხშირით და ყურადღება მიექცევა დეტალებსაც კი. ამიტომ უმჯობესია, ვისაც დასვენება კვირა დღეს აქვს, განსატვირთად ომონიის ნაცვლად, სხვა ტერიტორია აირჩიოს.”