ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – 7 ადამიანი დაშავდა

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა - 7 ადამიანი დაშავდამეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგოც “ნიუპოსტს” შინაგანს აქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რათა მომხდარის მიზეზი დადგინდეს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოიხსნა მასიური რკინის კონსტრუქცია და ჩანაცვლდა ასევე მასიური ქვისმაგვარი კონსტრუქციით, თუმცა შემდგომ იგი შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.