თბილისის ცენტრში გამთენიისას, ვაკის პარკთან ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია.
მირანდა ფაღავა გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებას აპირებს, რადგან ის აქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
მირანდა ფაღავა ყვება იმასაც, რომ მან დახმარება სთხოვა ინციდენტის ადგილზე არსებულ მაღაზიის პერსონალს, რაზეც უარი მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამოღებულია ქუჩის კამერების ჩანაწერები.
ნიუპოსტი

