თამაზ ქვლივიძე გირაოთი მოსამართლე ბადრი შონიამ გაათავისუფლა

თამაზ ქვლივიძე გირაოთი მოსამართლე ბადრი შონიამ გაათავისუფლამოსამართლე, რომელმაც მძიმე ბრალდებაში დადანაშაულებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა.

მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ისეთ გახმაურებულ საქმეებს განიხილავს, როგორიცაა ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი “ქართუს” გაკოტრების, “რეპერების საქმე”.

შონია განიხილავდა 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეებს.

ნიუპოსტი