ჭამს ტკბილეულს და კარადიდან ტანსაცმელს ყრის, მხოლოდ სამხედრო ფორმა მიაქვს – უჩინარი ქურდი სოფელ ახალშენში

ჭამს ტკბილეულს და კარადიდან ტანსაცმელს ყრის, მხოლოდ სამხედრო ფორმა მიაქვს - უჩინარი ქურდი სოფელ ახალშენშიახალი წლიდან გორის სოფელ ახალშენში ადგილობრივებს მშვიდად ვერ სძინავთ. მოსახლეობა ვერაფრით ხსნის მათი სახლებიდან ტკბილეულის გაქრობას, ჭურჭლის გადაადგილებას და კარადებში ნივთების არევას. მათი თქმით, პარანორმალური მოვლენები ღამით ხდება და უცნობი სტუმარი უკვე სოფლის 60-მდე ოჯახშია ნამყოფი.

ახალშენში ყვებიან, რომ უჩვეულო სტუმარი სახლებში მაშინ შედის, როცა ოჯახებს სძინავს. მის დასაჭერად ადგილობრივებმა ღამე მორიგეობაც დააწესეს. თუმცა იმ დროს არავინ გამოჩნდა. სოფელში ჰყვებიან რომ უყვარს ტკბილეული, კარადებინდა ყრის ტანსაცმელს და ჭურჭელს და მხოლოდ სამხედრო ფორმა მიაქვს.

ადგილობრივების მტკიცებით, უცნობი პირი მათ სახლებში იმდენად ფრთხილად გადაადგილდება, რომ მძინარე ოჯახი ვერაფერს იგებს. ახალშენში ამტკიცებენ, რომ რამდენჯერმე უცნობ პირს დაედევნნენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უცნობს აქვს წვერი, გამხდარია და ძალიან სწრაფად დარბის, ისე რომ ღობეებსაც ახტება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლიდან პოლიციისთვის ამ ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ნიუპოსტი