ნინო შუბლაძე “ტვ პირველიდან” მიდის

ნინო შუბლაძე "ტვ პირველიდან" მიდისტელეკომპანია “პირველის” პროდიუსერი ნინო შუბლაძე მთავრობის ინტეგრირებული პიარსამსახურის ხელმძღვანელის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

როგორც ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა ეკა ქარდავა აცხადებს, დეტალების შესახებ არ იცის, თუმცა იმას, რომ ნინო შუბლაძეს ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ადასტურებს.

– შუბლაძე ტელეკომპანია პირველიდან წასვლას აპირებს. აქვს საქმიანი შემოთავაზება. ბრუნდება პიარში. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, – აღნიშნა ქარდავამ.

ჯანდაცვის მინისტრის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, ნინო შუბლაძე “TV პირველის”საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი 2017 წლის მაისში გახდა.

ალია.გე