მსახიობ ვასო ფხაკაძეს მანქანა გაუტეხეს

მსახიობ ვასო ფხაკაძეს მანქანა გაუტეხესბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე წუხელ რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს.

მათ შორის იყო „კომედი შოუს“ მსახიობის, ვასო ფხაკაძის ავტომანქანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როცა მისი მანქანა გატეხეს.

წყნეთის 24 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე მანქანიდან წაღებულია საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საწვავია მოპარული.

– ჩემი მანქანაა გატეხილი და კიდევ ორი მეზობლის საწვავი მიაქვთ, – აღნიშნა ვასო ფხაკაძემ.

რუსთავი 2