ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა „ოსკარი 2018“-ზე 21-ე ნომინაცია მიიღო და მან ისტორიული რეკორდი მოხსნა. მსახიობმა ნომინაცია ფილმში The Post შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. სტრიპმა 9 ნომინაციით გაასწრო კათრინ ჰეპბერნსა და ჯეკ ნიკოლსონს.
სტრიპს მიღებული აქვს ოსკარები ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ 1979 წელს, „სოფის არჩევანი“ 1982 წელს და „რკინის ლედი“ 2011 წელს. ბოლო ჯილდოს აღების შემდეგ, სტრიპმა ოთხი ნომინაცია მიიღო ფილმებისთვის: August: Osage County, Into the Woods,Florence Foster Jenkins, და წელს The Post.
მერილ სტრიპს „ოსკარები 2018“-ზე წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში კონკურენციას უწევენ: ფრენსის მაკდორმანდი, საორის რონანი ფიმისთვის Lady Bird, მარგო რობი ფილმისთვის I, Tonya და სალი ჰოკინსი ფილმისთვის The Shape of Water
“ოსკარის” დაჯილდოების 90-ე ცერემონია 4 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
იმედინიუსი

