მარიშა ურუშაძე 20 წლის ქართველი მოდელია, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის ინდუსტრიაში აქტიურობით გამოირჩევა და საერთაშორისო წარმატებებიც არ აკლია.
გასულ სექტემბერში, მარიშა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და განხილვადი ბრენდის გუჩის ექსკლუზივი გახდა. მოგვიანებით ის ბრენდმა pre-fall კატალოგისთვისაც გადაიღო.
ცოტა ხნის წინ კი მარიშას დედასააგენტომ LookModels გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიშა Gucci-ს spring summer 2018-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში დამტკიცდა.
გადაღებები რამდენიმე დღეში პარიზში გაიმართება.
ეს მოდელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს მომავალი წარმატებისათვის მოდის ინდუსტრიაში.
ინტერმედია.გე

