იმედმა რუსთავი 2-ს რეიტინგში გაასწრო

იმედმა რუსთავი 2-ს რეიტინგში გაასწროსაქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ქართული სატელევიზო არხების 2017 წლის შედეგებს.
2016 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია ქართული სატელევიზიო არხების საშუალო წლიურ რეიტინგსა და წილში.

გასული წლის შედეგებისგან განსხვავებით პირველ ადგილზეა ტელეკომპანია იმედი, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი 2017 წელს იყო 5,28%, ხოლო წილი – 28,08%. მეორე ადგილზეა ტელეკომპანია რუსთავი2, რომლის რეიტინგი იყო 5,04%, ხოლო წილი-26,76%. მესამე ადგილზეა ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ი, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი და წილი მკვეთრად ნაკლებია მეორე ადგილზე მყოფი არხის შედეგისგან, რეიტინგმა შეადგინა 1,06%, ხოლო აუდიტორიის წილმა კი 5,61%. კომედი არხი, ისევე როგორც 2016 წელს, მეოთხე ადგილზეა, მისმა საშუალო წლიურმა რეიტინგმა შეადგინა 0,73%, წილმა 3,86%. 2016 წლის შედეგებისგან განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი 2017 წლის შედეგებით მეხუთე ადგილზეა, ნაცვლად მეექვსე ადგილისა და საშუალოწლიურმა რეიტინგმა შეადგინა 0,68%, წილმა 3,63%.
ყველაზე დრამატული კლება განიცადა ტელეკომპანია მაესტროს რეიტინგმა, 2016 წლის შედეგებთან შედარებით არხმა მესამე ადგილიდან 2017 წლის შედეგებით გადაინაცვლა მეშვიდე ადგილზე და მისი საშუალო წლიური რეიტინგი იყო 0,39%, ხოლო წილი 2,06%.
შედარებით მცირე არხებიდან აუდიტორიის ყველაზე დიდი მატება ჰქონდა ტელეკომპანიებს: იბერია, ტვ პირველი და კავკასია.

ბიზნესმედია