გადაცემა “სხვა რაკურსის”გუშინდელ ეთერში კურიოზები აჩვენეს. ერთ-ერთ ფრაგმენტში, გია ჯაჯანიძე სოფია სებისკვერაძეს გადაცემის მსვლელობის დროს ტუჩებში კოცნის სურვილში გამოუტყდა.
მსახიობი სოფია სებისკვერაძე არ დაიბნა და ტელეწამყვანისკენ გადაიხარა. მალევე „კრუპნი“ კადრისთვის ჯაჯანიძემ მეორე კოცნაც მოითხოვა. ტელეწამყვანი კურიოზული ეთერის დეტალებზე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.
– გამიგია, კაცი ასაკში რომ შედის პატარა გოგოები მოსწონსო. ადრე მიუღებელი იყო ეს ამბავი ჩემთვის, ვბრაზობდი კიდეც ამ ასაკიან კაცებზე, მაგრამ იმ გადაცემაში არ ვიცი რა დამემართა. მარწყვივით ტუჩები ჰონდა სოფიას. რომ ლაპარაკობდა, ამ მარწყვივით ტუჩებს ისე ლამაზად ამოძრავებდა, თეთრ, ბროლივით კბილებს ისე ეხებოდა ეს ულამაზესი ტუჩები, კიდევ კარგი გონზე მოვედი, ნებართვა მაინც ავიღე კოცნაზე და პირდაპირ არ ვეძგერე. ახლა უკვე იმათიც მესმის პირდაპირ რომ ეძგერებიან ხოლმე გოგონებს. მე ჩემმა მოკრძალებამ გადამარჩინა,” – ამბობს ჯაჯანიძე.
– ამ კოცნას უკუჩვენებები არ მოჰყოლია? ასეთი ლამაზი მსახიობი მარტო ხომ არ იქნებოდა, საქმე ხომ არავინ გაგირჩია?
– ვიკითხე, კაცო, მანამდე, მე მოხუცი ვარ, დებილი კი არა! რომ ეთქვა ქმარი მყავსო, ამას როგორ ვიზამდი, ხომ წამაჭრიდნენ ყველაფერს (იცინის)… რა უცნაურია, აი ახლა ამ ამბავს რომ გიყვები, ისევ ის შეგრძნებები განმიახლდა. ისეთი გრილი ტუჩები ჰქონდა…
– გია, შეყვარებული ხართ, მგონი… ხომ არ გაგრძელდა მიმოწერა ამ გადაცემის შემდეგ?
– არა, ყველაზე დიდი და ამაღელვებელი ის არის, რომ ის ერთი კოცნა დარჩა. ესაა ცხოვრება, მოვიდა, გაიშრიალა და გაფრინდა. დღესაც რომ ვხედავ სითბო ჩამეღვრება ხოლმე გულში.
პრაიმთაიმი

