“ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა” – რა მოხდა ვარკეთილის მეტროში

"ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა" - რა მოხდა ვარკეთილის მეტროშიმეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

თვითმხილველის თქმით, მეტროს მოსაცდელ დარბაზში, ბაქანთან იდგნენ, როცა მოულოდნელად ჭერის ჩამოიქცა.

,,ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით და საბედნიეროდ, გადავრჩით, რომ არაფერი დაგვიშავდა. ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა, თუმცა ვიცით რომ გარდაცვლილი არავინაა. სასწრაფო დახმარებაც დროულად მოვიდა. მანამდე ხალხი ცდილობდა, დაშავებულების გამოყვანას“ – განუცხადა ,,ნიუპოსტს“ თვითმხილველმა.