დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა

დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდადედა, რომლის მცირეწლოვანი შვილი “ფეისბუქით” გავრცელებულ ვიდეოში სიგარეტს ეწევა, ამბობს, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია.
– ჩემი ქმარი და ჩემი ქმრის თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ, სვამდნენ. ბავშვმა უბრალოდ მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო და და ერთჯერადად გაეხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, 6 თვის ბავშვი მყავს, პატარა და იმას ვუყურებდი.
დღეს დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, ჩემი შვილის და ქმრის ვიდეო ვნახე. გავგიჟდი, მეთქი – რა ხდება, არაფერი ვიცოდი, ეგ ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა დადო, – ამბობს

ბავშვის დედა ტელეკომპანია “იმედთან”.
დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდავიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეწევა სიგარეტს ოჯახის წევრების თანდასწრებით მცირეწლოვანი ბიჭუნა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ უფროსები აქეზებენ პატარას და სიხარულითა და ხუმრობით ეხმაურებიან ამ ფაქტს.

“რაფერი კაი ტიპია, გადაუღე”; “მიდი მოწიე ძმა”; “შენ ხარ იმენა ჯიგარი ტიპი” – აქეზებენ უფროსები არასრულწლოვანს, რომლის ასაკიც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, სამ წლამდე ასაკის იქნება.