რამდენიმე დღის წინ მოკლული 31 წლის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დღეს ტეხასში დააკავეს. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. მას ბრალს ლუისვილში წაუყენებენ, სადაც მისი ექსტრადიცია მოხდება.
შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოხდა. ორი ადამიანის ცხედარი სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე, დავით კანდელაკი იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ამერიკული მედიის ცნობით, ჯოშუა რაისსა და აარონ ერნანდესს შორის რომანტიკული ურთიერთობა იყო, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. აარონ ერნანდესს ეს არ მოეწონა და მან ჯოშუა რაისს დევნა დაუწყო. რაისი იმდენად შეწუხდა, რომ 10 იანვარს შესაბამისი ორგანოებისგან ერნანდესისგან დაცვა ითხოვა.
განცხადებაში, რომელიც რაისმა დაწერა, ის დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ აწუხებდა და დასდევდა მას მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
სასამართლომ რაისის მოთხოვნის განხილვა ვერ მოასწრო. რაისის და კანდელაკი ცხედრები პოლიციამ 18 იანვარს აღმოაჩინა.

